დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე ესაუბრა

ჩვენ ნამდვილად კარგი შეხვედრა გვქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შესახებ კომენტირებისას გამოცემა New York Post-ს განუცხადა.
ტრამპის თქმით, ბაიდენმა და მან განიხილეს ორი საკითხი, რომელზეც წარსულში ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი ჰქონდათ : ომი უკრაინაში და ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი.
"მინდოდა - ვკითხე მისი შეხედულებები და მან გამიზიარა. ჩვენ ასევე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთის შესახებ. მინდოდა გამეგო მისი შეხედულებები სად ვართ და რას ფიქრობს და მან გამიზიარა“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ბაიდენთან მორიგი შეხვედრა თეთრ სახლში მის ინაუგურაციამდე გაიმართება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.