Politico – ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხი განიხილა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, სატელეფონო საუბარში, რომელიც 25 წუთს გაგრძელდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს -ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მჭიდრო კონტაქტს“ შეინარჩუნებენ.
ემანუელ მაკრონის გარდა ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც დონალდ ტრამპს გამარჯვება სატელეფონო ზარის მეშვეობით მიულოცეს იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები, ჯორჯია მელონი და კირ სტარმერი იყვნენ.
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, -ის არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და რომსა და ვაშინგტონს შორის ისტორიული მეგობრობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, კირ სტარმერმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში რეგიონული დაძაბულობის გაზრდის ფონზე ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება