დონალდ ტრამპის განცხადებით, კოლუმბიის პრეზიდენტი თეთრ სახლში მიიწვია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტი თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად -ის პრეზიდენტი ავრცელებს.
„კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტავო პეტროსთან საუბარი დიდი პატივი იყო, რომელმაც დარეკა, რომ ნარკოტიკებთან და ჩვენ შორის არსებულ უთანხმობებთან დაკავშირებული ვითარება აეხსნა“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, პეტროს „ზარსა და ტონს აფასებს და უახლოეს მომავალში მასთან შეხვედრას მოუთმენლად ელის“.
„შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში შედგება“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ვენესუელაში ოპერაციის შემდეგ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს „ავადმყოფი კაცი“ უწოდა და კოლუმბიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.
„ოპერაცია „კოლუმბია“ ჩემთვის კარგად ჟღერს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს