ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება მის წინააღმდეგ მკვლელობის მუქარას გააგრძელებს, მაშინ „ირანი აღიგვება პირისაგან მიწისა

დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება მის წინააღმდეგ მკვლელობის მუქარას გააგრძელებს, მაშინ „ირანი აღიგვება პირისაგან მიწისა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება მის წინააღმდეგ მკვლელობის მუქარას გააგრძელებს, მაშინ „ირანი აღიგვება პირისაგან მიწისა“.

„თუ რაღაც მოხდება, მაშინ მთელი ქვეყანა აფეთქდება. მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა NewsNation-თან ინტერვიუში.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან მუქარის გაგრძელების შემთხვევაში მას აშშ-ის მოქმედებისთვის „ძალიან მკაცრი მითითებები“ აქვს გაცემული.

ასევე, ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას ირანის მუქარაზე ძლიერი პასუხი უნდა გაეცა.

„პრეზიდენტმა პრეზიდენტი უნდა დაიცვას. მე მუქარას გადამწყვეტ პასუხს გავცემდი, მაშინაც კი, თუ ის პრეზიდენტის წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული“, - აღნიშნა ტრამპმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.