ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კოპენჰაგენში დემონსტრანტები მსვლელობას მართავენ და გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმებს აპროტესტებენ.

დემონსტრაცია სახელწოდებით „ხელები შორს გრენლანდიისგან“ დანიის დედაქალაქის მერიის წინ მიმდინარეობს.

დღის ბოლომდე საპროტესტო აქციები დანიის სხვა ქალაქებსა და გრენლანდიაზეც გაიმართება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.