პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დნიპროში 15 ადამიანი დაშავდა რუსული დრონების იერიშის შედეგად

დნიპროში 15 ადამიანი დაშავდა რუსული დრონების იერიშის შედეგად

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით 23 ნოემბერს გამთენიისას რუსმა ჯარებმა უკრაინის მიმართულებით 98 მოიერიშე დრონი გაუშვეს, რომელთაგან 69 იქნა ჩამოგდებული. 12 ადგილას დაფიქსირდა 27 აფეთქება.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვლადისლავ გაივანენკოს თქმით, დნიპროში რუსული დრონი საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს აფეთქდა. 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2014 წელს დაბადებული გოგონა. სამი ადამიანი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.
იერიში განხორციელდება ნიკოპოლსა და სინელნიკის რაიონზეც. მაშველების ცნობით, დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის 14 და 16 წლის მოზარდები.
22 ნოემბრის ღამით რუსეთის არმიამ დრონების იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კვარტალზე, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.
დრონი შეეჯახა საცხოვრებელ კორპუსში მდებარე მაღაზიის შესასვლელს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.