ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დმიტრო კულება ჰააგას ეწვევა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ჰააგას ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
2 აპრილს, დმიტრო კულება ჰააგას ეწვევა და მინისტერიალში, „სამართლიანობის აღდგენა უკრაინაში“ მონაწილეობას მიიღებს, სადაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტაციისა და გამოძიების შედეგებს განიხილავენ.
„ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შემდგომ ნაბიჯებს დაეთმობა“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჰააგაში ვიზიტის ფარლებში, დმიტრო კულება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰანკე ბრუინს სლოტს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.