არქივი28 მარტი, 2024, 10:53
დმიტრო კულება ინდოეთს ეწვია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ინდოეთს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
„უკრაინა-ინდოეთის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ კავშირებს გავაძლიერებთ. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნარენდრა მოდის დიალოგის საფუძველზე, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მშვიდობის ფორმულას დავუთმობთ“, - წერს დმიტრო კულება X-ზე.
დმიტრო კულება ნიუ-დელიში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის მიწვევით იმყოფება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.