დმიტრო კულება: ჩვენ შეგვიძლია ხტომა, შეგვიძლია ცეკვა, თუკი იქნება დამატებითი მოთხოვნა, გარდა იმისა, რაც უკვე გაკეთდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინას „ჯერ კიდევ უჭირს უნგრეთის უხეში განცხადებების გაგება“.
მისივე თქმით, უკრაინამ შეასრულა ყველა პირობა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების დასაწყებად.
“ჩვენ შეგვიძლია ხტომა, შეგვიძლია ცეკვა, თუკი იქნება დამატებითი მოთხოვნა, გარდა იმისა, რაც უკვე გაკეთდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თამაში სამართლიანად უნდა წარიმართოს“, – ამბობს დიპლომატი.
კულებას თქმითვე, უკრაინამ რამდენიმე თვეში გააკეთა ის, რასაც ამ ქვეყნისგან მოელოდნენ.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან