დმიტრო კულება – რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივები საკმარისი იქნება უკრაინის აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა აუცილებლად მიიღებს ფულს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის.
„ეს მოხდება 100%-ით, საკითხავია რა მოცულობით. რადგან არსებობს სამი ელემენტი: თავად გაყინული აქტივები, შემოსავალი მათგან და გადასახადები ამ შემოსავლებზე. გაყინული აქტივები საკმარისია ჩვენი აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად. ჩვენ შევძლებთ სკოლების, საავადმყოფოების, ინფრასტრუქტურის აღდგენას იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელმაც გაანადგურა ისინი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა El Pais-თან ინტერვიუში.
ამასთან, მისი თქმით, თანხის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც ჩაიდინა.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ყოვლისმომცველი სისტემა სამართლებრივი საკითხების გადასაჭრელად და ფინანსური მექანიზმები. ეს არის კომპლექსური სამართლებრივი, მარეგულირებელი და ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რადგან ეს არის ყველაზე ბუნებრივი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ