დმიტრო კულება – ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის სიგნალი ძალიან საჭირო და დასაფასებელია – შემდგომ ნაბიჯებს მოუთმენლად ველით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სენატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კანონპროექტის მიღებას მიესალმა.
„ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის ეს სიგნალი ძალიან საჭირო და დასაფასებელია. რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად, უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად და საერთაშორისო წესრიგის მხარდასაჭერად, რომელიც აშშ-ის დახმარებით შეიქმნა და რომელიც ყველა ამერიკელსა და სხვა თავისუფალ ერებს იცავს, ჩვენ შემდგომ ნაბიჯებს მოუთმენლად ველით“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
დმიტრო კულებამ „რესპუბლიკელ“ სენატორს, მიტჩ მაკონელსა და „დემოკრატ“ სენატორს, ჩაკ შუმერს უკრაინის დახმარებისთვის და აშშ-ის გლობალური პოზიციისა და სიძლიერის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა დღეს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კანონპროექტი მიიღო. აქედან 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვისაა განსაზღვრული. კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?