ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დმიტრო კულება მიუნხენში ენტონი ბლინკენს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიუნხენში ენტონი ბლინკენს შეხვდა.
დმიტრო კულებას ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებების მთავარი თემა აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება იყო.
„მე მას ყველაფრისთვის, რაც აშშ-მა უკრაინისთვის აქამდე გააკეთა მადლობა გადავუხადე. ასევე, უკრაინის დამცველების გადაუდებელი და პრიორიტეტული საჭიროებების: საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების შესახებ ვესაუბრე. აღნიშნულ კონტექსტში უკრაინისთვის 300 კილომეტრზე მეტ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტების მიწოდების არგუმენტები წარმოვადგინე“, - წერს კულება X-ზე.
კულებამ აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილებების შესახებ აქტიურად ვმუშაობთ და მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარდაჭერის მობილიზებას გააგრძელებს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.