დმიტრო კულება – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრიდან მაქსიმუმი მივიღეთ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრიდან მაქსიმუმი მივიღეთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ განაცხადა.
„ბოლოს პიტერს 2022 წელს შევხვდი. ამიტომ, ეს შეხვედრა ძალიან დროული და, რა თქმა უნდა, სასარგებლო იყო. მჯერა, რომ შეხვედრიდან ის მაქსიმუმი მივიღეთ, რაც შეგვეძლო. პირველ რიგში, პიტერს ცუდი არაფერი უთქვამს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
კულებამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ძირითადად სამ თემას შეეხებოდა: უნგრულ უმცირესობებს, ომს და ს ქმედებების ლოგიკას. ასევე, ს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრას.
„ჩვენ ღიად ვისაუბრეთ და ერთმანეთს ყველაფერი ავუხსენით. სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე უნგრელებს ჩვენ მიმართ უნდობლობა აქვთ, ჩვენ კი მათ მიმართ გვაქვს უნდობლობა, რაც გასაგებია. ის ფაქტი, რომ ჩვენ სამმა ამ ყველაფრის შესახებ ღიად ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გუშინ, უჟგოროდში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ

თეონა აქუბარდია – „ქართულმა ოცნებამ“ სუს-ი პარტიის ფილიალად აქცია – განცხადებაში ნათქვამი „ფერადი რევოლუციები“ ერთი ერთში იმეორებს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერს „ფერად რევოლუციებთან“ დაკავშირებით