ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დმიტრო კულება - ვფიქრობ, რომ ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან

ვფიქრობ, რომ ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უნგრული ახალი ამბების პორტალ Telex-თან ინტერვიუში განაცხადა.
კერძოდ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ეთანხმება თუ არა ის დასავლეთსა და უკრაინაში გაჩენილ განცხადებებს, რომლებიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს პრორუს პოლიტიკოსებად მოიხსენიებენ.
“ეს რომ დადასტურებულიყო [რომ ორბანი და სიიარტო პრორუსულად არიან განწყობილი], დიდ პრობლემებს მოიტანდა ევროკავშირისთვისაც და უნგრეთისთვისაც, მაგრამ ვფიქრობ, ისინი პროუნგრულად არიან განწყობილნი. პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ პეტერი [სიიარტო] ახლანდელ შეხვედრაზე არ განაცხადებდა, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სცემს პატივს,” - განაცხადა კულებამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.