ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დმიტრი პესკოვი: რუსეთსა და სომხეთს შორის სირთულეები გაივლის

რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში სირთულეები გაივლის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აბსოლუტურად ორმხრივად მოგებიანია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ზოგჯერ უახლოეს მეზობლებს შორის, შესაძლოა, ურთიერთობები დაიძაბოს.

„უახლოეს მეზობლებს შეიძლება ჰქონდეთ პერიოდი, როდესაც ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება, ჩვენი მხრიდან ეს არის. ორივე ქვეყნის ლიდერს პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და  კონსტრუქტივიზმი ახასიათებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ყველა ეს სირთულე გაივლის. რუსეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა აბსოლუტურად ორმხრივად მოგებიანია“, - აცხადებს პესკოვი. 

ცნობისთვის, ბოლო დროს სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გააკეთა კრიტიკული განცხადებები რუსეთის მიმართ, ერევანმა გამოტოვა შეხვედრები. კერძოდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო მინსკში CSTO-ს სამიტს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.