ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დმიტრი პესკოვი: რუსეთი არ გეგმავს, საქართველოსთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს

დმიტრი პესკოვი: რუსეთი არ გეგმავს, საქართველოსთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს
კრემლის პრეს-სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი არ გეგმავს, საქართველოსთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს.
„ჩვენ არ შევასრულებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს მიერ დღევანდელი, 2025 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 253 მილიონ ევროზე მეტი 2008 წლის ომის შემდეგ სასაზღვრო ზოლების გამკაცრების გამო ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა უნდა მოხმარდეს ე.წ ბორდერიზაციის პროცესის შედეგად ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების მსხვერპლი 29 ათასზე მეტი ადამიანისთვის კომპენსაციის გადახდას.
კითხვაზე, ჰიპოთეტურად, შეუწყობს თუ არა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების დათბობას აღნიშნული კომპენსაციის გადახდა, პესკოვმა უპასუხა, რომ „ეს ცალკე საკითხია"
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.