არქივი15 ოქტომბერი, 2025, 15:39
პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი არ აპირებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ

რუსეთი არ შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 2008 წლის მოვლენებისთვის კომპენსაციის გადახდას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„ეს ცალკე თემაა, ცალკე სუბსტანცია. გადაწყვეტილებას არ შევასრულებთ“, - თქვა მან ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარისას, რომელიც რუსეთს ავალდებულებს საქართველოსთვის 253 მილიონი ევროს გადახდას 2008 წელს სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.