დმიტრი პესკოვი: გამოძიების დასკვნამდე ჰიპოთეზების წამოჭრა არაა სწორი

ყაზახეთში ჩამოვარდნილ სამგზავრო თვითმფრინავთან დაკავშირებული თეორიების ფონზე კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე ხალხი “რაღაც ჰიპოთეზებზე” არ უნდა საუბრობდეს.

“ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, ნებისმიერი საჰაერო ინციდენტი უნდა გამოიძიოს სპეციალიზებულმა საავიაციო ხელისუფლებამ. გამოძიების დასკვნამდე რაღაც ჰიპოთეზების წამოჭრა არ იქნებოდა სწორი. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ შეგვიძლია და არავინ უნდა გააკეთოს ეს.” – თქვა პესკოვმა.

თავად პესკოვს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის ჰიპოთეზებზეა საუბარი.

აქამდე, ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ვერსია, რომლის მიხედვითაც ბაქო-გროზნოს რეისი შესაძლოა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ მიყენებული დაზიანების გამო ჩამოვარდა. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, თვითმფრინავმა GPS-ის სიგნალი დრონების ჩამხშობი მოწყობილობების გამო დაკარგა და უკან, ბაქოსკენ მობრუნება გადაწყვიტა, როცა მის მახლობლად ჰსთ სისტემის რაკეტა აფეთქდა და შრაპნელმა ის დააზიანა. ამავე დღეს გროზნოზე იერიში უკრაინულმა დრონებმა მიიტანეს.

25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რეისი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი.

მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების გამოძიება. ტრაგედიის მიზეზის დადგენამდე აზერბაიჯანმა გროზნოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ