მედია: აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემამ ჩამოაგდო

რუსებმა საზენიტო-სარაკეტო სისტემის გამოყენებით აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი დააზიანეს, შედეგად თვითმფრინავი ყაზახეთში ჩამოვარდა.

ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო  Telegram-ზე იტყობინება.

„დღეს დილით აზერბაიჯანული ავიაკომპანიის Embraer 190 თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა,  რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო“, – აღნიშნა კოვალენკომ.

მან განმარტა, რომ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავის შესაძლო თავდასხმის გამო გროზნოს საჰაერო სივრცე უნდა დაეკეტა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. შედეგად, თვითმფრინავი დაზიანდა და გროზნოში დაშვებია ნაცვლად ყაზახეთში გაგზავნეს.

წყარო

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთში, სადაც თვითმფრინავი  უნდა დაშვებულიყო, რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს.

ავიაკატასტროფას გადარჩენილი ერთ-ერთი მგზავრი სუბხონკულ რახიმოვი ამბობს, რომ მფრინავებმა თვითმფრინავის გროზნოში დაშვება სამჯერ სცადეს.

“მესამეჯერ აფეთქდა რაღაც  – ვერ ვიტყოდი, რომ ეაფეთქება მოხდა თვითმფრინავში.”

წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას