დმიტრი მედვედევი: რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს, რომ პუტინი “ცეცხლთან თამაშობს”…

“რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს, რომ პუტინი “ცეცხლთან თამაშობს” და რუსეთში “ძალიან ცუდი რაღაცები” მოხდება, მხოლოდ ერთი ძალიან ცუდი რამ ვიცი – მესამე მსოფლიო ომი.
იმედია, ტრამპს ეს ესმის.”
– წერს X-ზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე ვლადიმირ პუტინის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ პუტინი “ცეცხლს ეთამაშება”
“რასაც ვლადიმირ პუტინი ვერ აცნობიერებს არის ის, რომ მე რომ არა, რუსეთს უკვე ძალიან ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა და როცა ამას ვამბობ, მართლა ცუდს ვგულისხმობ. ის ცეცხლს ეთამაშება!” – დაწერა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ