არქივი27 მაისი, 2025, 23:53
დიმიტრი მედვედევი ტრამპის განცხადებაზე - მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი

მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი , - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ "პუტინი ცეცხლს ეთამაშება".
"რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს პუტინის „ცეცხლთან თამაშის“ და რუსეთისთვის „ძალიან ცუდი რამის“ შესახებ, მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი.
იმედი მაქვს, ტრამპს ეს ესმის!", - წერს მედვედევი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.