ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დმანისის რაიონის სოფელ ოროზმანთან, არქეოლოგებმა ადრეული ჰომინიდის ქვედა ყბა აღმოაჩინეს - ნამარხი, სავარაუდოდ, 1,8 მლნ წლით თარიღდება

დმანისის რაიონის სოფელ ოროზმანთან, არქეოლოგებმა ადრეული ჰომინიდის ქვედა ყბა აღმოაჩინეს - ნამარხი, სავარაუდოდ, 1,8 მლნ წლით თარიღდება

დმანისის რაიონში სოფელ ოროზმანთან, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით ადრეული ჰომინიდის ქვედა ყბა აღმოაჩინა.
ნამარხი სავარაუდოდ 1,8 მლნ წლით დათარიღებული დმანისის ჰომინიდების ნაშთების თანადროულია. ნაპოვნია ასევე პრეისტორიული ცხოველების ძვლები და პრიმიტიული ქვის იარაღები.
აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის აზრით, ამ აღმოჩენას დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს ადრეული ჰომინიდების ევოლუციის და პირველი განსახლების კვლევისთვის. აღმოჩენილი მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაბინავდება, სადაც გაგრძელდება დეტალური ლაბორატორიული კვლევა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.