ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ოროზმანის საერთაშორისო გათხრების მიმდინარეობისას

ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ოროზმანის საერთაშორისო გათხრების მიმდინარეობისას – აღმოჩენილია 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბა. ინ ფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელიც არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით სააგენტოს მიერ 2024 წლის 29 ნოემბერს გაცემული Nნ/12/62 ნებართვის საფუძველზე ატარებს არქეოლოგიურ სამუშაოებს, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანის ტერიტორიაზე (ს/კ 82.01.47.051) არსებულ არქეოლოგიურ ობიექტზე 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენაში ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინა, რომელიც, სავარაუდოდ, ადრეულ Homo erectus-ს ეკუთვნის.
„გათხრები მიმდინარეობს 1,84-1,77 მილიონი წლების არქეოლოგიურ ფენებში — ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ამავე ექსპედიციამ 2022 წელს ადამიანის კბილი აღმოაჩინა. გათხრები 2025 წლის ივლისში განახლდა და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
აღმოჩენის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოს კულტურული მემკვოდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური.
ექსპედიციაში პროფესიონალ არქეოლოგებთან ერთად მონაწილეობენ სტუდენტები საქართველოდან, -დან, საფრანგეთიდან, დანიიდან, კოლუმბიიდან და ყაზახეთიდან“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა