დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონში არსებული შუქნიშნების ნაწილი დროებით გამორთულია - თბილისის მერია

დღეს ავარიულად გამოირთო 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „დიდუბე 4“ და ქვესადგურში „დიდუბე 220“ არსებული ავტოტრანსფორმატორი, შედეგად, დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შუქნიშნების ნაწილი გამორთულია - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ელექტროენერგიის აღდგენასთან ერთად შუქნიშნები ეტაპობრივად ჩაირთვება.
შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო, შეფერხება იყო მეტროპოლიტენში. ამ ეტაპზე ყველა მეტროსადგური დაუბრკოლებლად ემსახურება მგზავრებს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.