დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა - „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია

ავარიულად გამოირთო 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „დიდუბე 4“ და ქვესადგურში „დიდუბე 220“ არსებული ავტოტრანსფორმატორი, შედეგად, დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება - ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სრულად მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.
„დღეს, 15 ივლისს, 14:40 სთ-ზე ავარიულად გამოირთო 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „დიდუბე 4” და ქვესადგურში “დიდუბე 220” არსებული ავტოტრანსფორმატორი. შედეგად, დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ 15:05 სთ-ზე სრულად მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.