ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.
დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი შოთა ქევხიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, გააცნეს ავტოფარეხების დემონტაჟის შემდგომ ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობები და განიხილეს სამომავლო პროექტების შესაძლო მიმართულებები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცხოვრებთა მოსაზრებებსა და საჭიროებებს. მათთან შეთანხმებით განისაზღვრება, რა ტიპის სივრცე იქნება კონკრეტული ტერიტორიისთვის ყველაზე საჭირო და ფუნქციური.
ჩვენი მიზანია, დემონტაჟის შედეგად გათავისუფლებული სივრცე თანამედროვე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილ საზოგადოებრივ გარემოდ გარდაიქმნას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს უპასუხებს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.