ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მე-5 კვარტლის №5 და №5ა კორპუსების მიმდებარედ 50-მდე უსახური ავტოფარეხის დემონტაჟს ახორციელებს

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მე-5 კვარტლის №5 და №5ა კორპუსების მიმდებარედ 50-მდე უსახური ავტოფარეხის დემონტაჟს ახორციელებს.
რაიონის მასშტაბით მსგავსი სამუშაოები ეტაპობრივად ტარდება. ამ დროისთვის, უკვე 150-მდე ავტოფარეხია აღებული.
დემონტაჟის შედეგად გათავისუფლებული ტერიტორიები ეტაპობრივად მოწესრიგდება და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე დაყრდნობით, კეთილმოწყობილ სივრცეებად გადაიქცევა.
ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და თბილისის საკრებულის დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი დაესწრნენ, რომლებმაც ადგილობრივ მცხოვრებლებს სამომავლო გეგმები გააცნეს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.