დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მიმართვა ავრცელებენ – Netgazeti

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოგმართავთ საზოგადოებას რომ შემოგვიერთდით ყოველ ორშაბათს, 17:00 სახელმწიფო კანცელარიის წინ და ასევე ყოველდღიურ პროტესტში, რათა სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა და მოვითხოვოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენა. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებული ბავშვების მშობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.“შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვცა მითითება რომ კანცელარიის წინ არსებულ სკვერში კარვები არ გავშალოთ და 24-საათიანი პროტესტის ვადა შევამციროთ.ეს მითითება არის არაკონსტიტუციური და უკანონო. სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე ტერიტორია არის სკვერი, სადაც ხალხის შეკრება და პროტესტი არავის არაფერში ხელს არ უშლის. კიდეც რომ უშლიდეს, სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვების მშობლებს გვაქვს უფლება ამ ფორმით მივაწვდინოთ ჩვენი ხმა სახელმწიფოს და საზოგადოებას.ამიტომ დღეს, სამ საათზე ამ მითითებებს სასამართლოში გავასაჩივრებთ.მოვუწოდებთ სახალხო დამცველს რომ მოვიდეს აქციაზე და დაიცვას ჩვენი უფლებები.პარალელურად, შევიტანთ საჩივარს პროკურატურაში პოლიციის უკანონო მითითებებზე და მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას შეკრება მანიფესტაციის უფლების განხორციელების ხელის შეშლის გამო (სსკ. 161-ე მუხლი).მოვუწოდებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, დაგვითმოს დრო, მოიწვიოს ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები და საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და მოვისმინოთ ხელისუფლების პასუხი”, – ნათქვამია მშობლების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს