პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„დინამო ბათუმს“ ბიზნესმენი თემურ მიქელაძე ყიდულობს

„დინამო ბათუმს“ ბიზნესმენი თემურ მიქელაძე ყიდულობს

2026 წლიდან „დინამო ბათუმს“ ახალი მფლობელი ეყოლება, - ინფორმაციას ამის შესახებ Sport Hub ავრცელებს.
ბათუმელი ბიზნესმენი თემურ მიქელაძე, რომლის მფლობელობაშიც „კროკო“ და სამშენებლო კომპანია „მეტროპოლი“ შედის, მზად არის ჩაიბაროს კლუბი.
Sport Hub-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გუნდის სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცესი. დასრულების შემდეგ, ახალი მფლობელი ვალდებული იქნება კლუბში 30 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს.
„კლუბის არსებული დავალიანება სახელმწიფო მიმართულებით 18 მილიონს შეადგენს, ხოლო 7 მილიონზე მეტი ფეხბურთელებისა და თანამშრომლების, როგორც ახლების, ისე ძველების - დაუფარავი ხელფასებია“, - წერს Sport Hub.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.