ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზაალ მიქელაძე: (რა შეეშალა ღარიბაშვილს) ამას გადაწყვეტს, ვისი გადასაწყვეტიცაა

ზაალ მიქელაძე: (რა შეეშალა ღარიბაშვილს) ამას გადაწყვეტს, ვისი გადასაწყვეტიცაა

რა შეეშალა ღარიბაშვილს, ამას გადაწყვეტს, ვისი გადასაწყვეტიცაა - ამის შესახებ "პირველებს" ოცნების" დეპუტატმა, ზაალ მიქელაძემ უთხრა.

მიქელაძე ირწმუნება, რომ ყოფილი პრემიერის უკანონო შემოსავლების შესახებ არაფერი გაუგია.

რა შეეშალა ღარიბაშვილს, ამას გადაწყვეტს, ვისი გადასაწყვეტიცაა. თუ ვინმეს რამე შეეშალა, აბსოლუტურად სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ისინი განსაზღვრავენ.  (ჟურნალისტი: ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლები დაუდასტურდა) მსგავსი არაფერი გამიგია, მაგას თქვენ ამბობთ - აცახდებს ზაალ მოქელაძე. 

ირაკლი ღარიბაშვილის ხვალ ჩანიშნული პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო.

როგორც ექსპრემიერის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი "პირველებს" ეუბნება, პროცესის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ საკუთარი ინიციატივით მიმართა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.