ანდრეი ერმაკი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პუტინის წინადადებაზე – ჯერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი

თუ რუსეთს ომის დასრულების მზადყოფნის დემონსტრირება სურს, ის ჯერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა დათანხმდეს, შემდეგ კი სხვა საკითხებზე გადავიდეს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ წერს.
„ჯერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. რუსეთმა არ უნდა შენიღბოს ომის გაგრძელების სურვილი ვერბალური კონსტრუქციებით“, – წერს ერმაკი.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ომის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და დაადასტურებს რუსეთის მზადყოფნას, შეწყვიტოს მკვლელობები.
შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე