ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი ჯეი დი ვენსის განცხადებაზე - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დროს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს

დიმიტრი პესკოვი ჯეი დი ვენსის განცხადებაზე - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დროს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დროს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას იმის შესახებ, რომ „მოლაპარაკებებში რუსები ზედმეტად ბევრს ითხოვენ“.
„გვსურს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გათვალისწინებული იყოს, რათა კონფლიქტის ძირითადი მიზეზები აღმოიფხვრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან და ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებთან“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ვაშინგტონში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რუსები ახლა გარკვეულ მოთხოვნებს, გარკვეულ დათმობებს მოითხოვენ კონფლიქტის დასასრულებლად“.
„ძალიან პესიმისტურად არ ვარ განწყობილი ამის შესახებ და ვერ ვიტყვი, რომ რუსები დაინტერესებული არ არიან მოგვარებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ისინი ზედმეტად ბევრს ითხოვენ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.