ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება

დიმიტრი პესკოვი - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება

რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.
„უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ასევე სამმხრივ რუსეთ-ამერიკის-უკრაინის ფორმატში 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება“, - განაცხადა პესკოვმა.
რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე მოლაპარაკებების წინა, მეორე რაუნდი 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართა. რუსეთის დელეგაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.