ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში გაიმართება

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში გაიმართება

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანის დელეგაციასთან ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს სამშაბათს, 17 თებერვალს ჟენევაში გამართავენ.
ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ომანის შუამავლობით შედგება.
გამოცემას წყარომ განუცხადა, რომ ირანის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ უიტკოფი და კუშნერი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ჟენევაში იმავე დღეს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.