ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - უკრაინას ადრე თუ გვიან მოლაპარაკებების წარმოება მოუწევს

დიმიტრი პესკოვი - უკრაინას ადრე თუ გვიან მოლაპარაკებების წარმოება მოუწევს

უკრაინას ადრე თუ გვიან მოლაპარაკებების წარმოება მოუწევს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„უკრაინულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან მოლაპარაკებების წარმოება მოუწევს, მაგრამ გაცილებით უარესი პოზიციიდან. კიევის რეჟიმის პოზიცია დღითიდღე უარესდება“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, „რუსეთი უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად მზად არის“.
„მაგრამ, ასეთი შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში, როდესაც კიევი ამისთვის კარს კეტავს, ჩვენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.