ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - წელს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ნამდვილად დაუკავშირდა, თუმცა დიალოგი არ გაგრძელებულა

დიმიტრი პესკოვი - წელს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ნამდვილად დაუკავშირდა, თუმცა დიალოგი არ გაგრძელებულა

წელს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს დაუკავშირდა, თუმცა დიალოგი არ გაგრძელებულა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი გამოცემა Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად მიმდინარე წლის დასაწყისში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ჯონათან პაუელმა მოსკოვთან „პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნის“ მიზნით რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, იური უშაკოვს დაურეკა, თუმცა სატელეფონო საუბარი „უშედეგო გამოდგა“.
„კონტაქტი ნამდვილად იყო, თუმცა დიალოგი არ გაგრძელებულა. საქმეა იმაშია, რომ ამ კონტაქტის დროს ჩვენთან მოსაუბრეს ევროპელების პოზიციების განხილვის ძლიერი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ჩვენი პოზიციის მოსმენის განზრახვა არ ჰქონია. რა თქმა უნდა, აზრთა ურთიერთგაცვლის შესაძლებლობის არარსებობის პირობებში, დიალოგი ვერ განვითარდა“, - განაცხადა პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.