ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი უკრაინაზე - არ შეიძლება ვარდისფერი სათვალით უყურებდე და გქონდეს მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების პროცესი ელვისებურად სწრაფ შედეგებს გამოიღებს

დიმიტრი პესკოვი უკრაინაზე - არ შეიძლება ვარდისფერი სათვალით უყურებდე და გქონდეს მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების პროცესი ელვისებურად სწრაფ შედეგებს გამოიღებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებათა ჯგუფების დონეზე კონტაქტი ამჟამად დაპაუზებულია.
„ამ ეტაპზე, ალბათ, უფრო მიზანშეწონილია პაუზაზე საუბარი“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი თქმით, არ შეიძლება ვარდისფერი სათვალით შეხედვა და უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესისგან ელვისებური შედეგების მოლოდინი.
„აქ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ვარდისფერი სათვალით უყურებდე და გქონდეს მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების პროცესი ელვისებურად სწრაფ შედეგებს გამოიღებს. მინდა შეგახსენოთ პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები, რომელმაც ასევე თქვა, რომ თავიდან ეგონა, რომ ყველაფრის ერთ წამში მოგვარება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ამისთვის მეტი დრო იყო საჭირო“, - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, შევიდა თუ არა მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.