დიმიტრი პესკოვი – ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა რუსეთს პროვოკაციების მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს

ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა რუსეთს პროვოკაციების მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსული დრონები ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.
„ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა რუსეთს პროვოკაციების
მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს. ხშირად, ყოველგვარი არგუმენტის წარმოდგენის მცდელობის გარეშე“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა და პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”