ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საზღვაო ძალების აღლუმი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა

დიმიტრი პესკოვი - სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საზღვაო ძალების აღლუმი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა

სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საზღვაო ძალების აღლუმი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს ზოგადი სიტუაციითა და უსაფრთხოებით არის განპირობებული, რაც ყველაფერზე მაღლა დგას“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთში საზღვაო ძალების დღე ყოველწლიურად ივლისის ბოლო კვირას აღინიშნება.
საზღვაო აღლუმის გაუქმების მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების წვრთნების მიმდინარეობას გაეცნო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.