დიმიტრი პესკოვი – რუსეთმა სანქციების მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა

რუსეთმა სანქციების მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა, – ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთისთვის დაწესებული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას.
„გარკვეული იმუნიტეტი უკვე გამოვიმუშავეთ. ჩვენ ამ საკითხზე კვლავ ვაფიქსირებთ ყველა განცხადებას, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან მოდის ან სხვა საერთაშორისო წარმომადგენლებისგან“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად ვლადიმერ პუტინს 10-დღიანი საბოლოო ვადა მისცა.
„დღეიდან 10 დღე. ამის შემდეგ ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ, და არ ვიცი ეს გავლენას მოახდენს თუ არა რუსეთზე, ვინაიდან მას [პუტინს] აშკარად, სავარაუდოდ, ომის გაგრძელება სურს. მაგრამ, ტარიფებს შემოვიღებთ და სხვადასხვა რაღაცებს. შეიძლება გავლენა მოახდინოს ან არ მოახდინოს მათზე“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია