დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
კრემლი პუტინისა და ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის დეტალებს ჯერჯერობით არ ავრცელებს.
ცნობისთვის, ბოლოს ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას ისაუბრეს.
28 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბრისას რუსეთისა და ისრაელის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა