არქივი19 ნოემბერი, 2024, 10:55
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზადაა აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ ტანგოს მარტო არ იცეკვებს

რუსეთი მზად არის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ ტანგოს მარტო ცეკვას არ აპირებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთი, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ღიაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ ტანგოს მარტო ვერ ვიცეკვებთ და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, „სანქციების რბოლა“ რუსეთს არ დაუწყია, არამედ ვაშინგტონის მიერ იყო ინიცირებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.