დიმიტრი პესკოვი – ბირთვული იარაღის გამოყენება უკიდურეს აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს

ბირთვული იარაღის გამოყენება უკიდურეს აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რუსეთი ბირთვულ იარაღს ყოველთვის განიხილავდა, როგორც შეკავების საშუალებას, რომლის გამოყენება უკიდურეს, აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისივე თქმით, ბირთვული საფრთხისა და მთავრობათაშორისი ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასაცილებლად რუსეთი ყოველთვის საჭირო ძალისხმევას იჩენს.
ცნობისთვის, დღეს, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ, ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით, ერთობლივ თავდასხმად განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე