ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან

რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე ვართ. წინ საკმაოდ გრძელი და რთული გზაა, მაგრამ ამ მიმართულებით პოლიტიკური ნება ორმა პრეზიდენტმა გამოთქვა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მან აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის კონტაქტების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ მხოლოდ ერთხელ ისაუბრეს, მაგრამ ეს საუბარი საკმაოდ კონსტრუქციული იყო იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და პრობლემები გადაიჭრას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.