ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა

დიმიტრი პესკოვი - კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა

კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტში ვიზიტის დროს პუტინმა ოპერაციის მიმდინარეობისა და კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციის დასკვნით ეტაპზე შესვლის შესახებ მოხსენება მოისმინა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 12 მარტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კურკის ოლქის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტს ეწვია. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქი მთლიანად უნდა გაათავისუფლონ.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დანაყოფების წინაშე მდგარი ყველა საბრძოლო დავალება აუცილებლად შესრულდება და უახლოეს მომავალში კურსკის ოლქის ტერიტორია მტრისგან მთლიანად გათავისუფლდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.