ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - კიევის რეჟიმი თავისი არასტაბილური სტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობს

დიმიტრი პესკოვი - კიევის რეჟიმი თავისი არასტაბილური სტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობს

კიევის რეჟიმი თავისი არასტაბილური სტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი უკრაინის რადას მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 6 აგვისტომდე გაგრძელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ჩვენ წინა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებაც ვნახეთ იმის შესახებ, რომ იქ საქმე ავტორიტარული ტენდენციებით ვითარდება. ეს სრულიად ნათელია“, - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება საკუთარ თავს თავად აუკრძალა.
„კიევის რეჟიმს, სხვათა შორის, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების წარმოება საკუთარი თავისთვის აქვს აკრძალული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ეს დოკუმენტის თანახმად ეკრძალება“, - აღნიშნა პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.