არქივი16 აპრილი, 2025, 23:19
დიმიტრი ცქიტიშვილი: დღეს დოიაშვილი გამარჯვებულია, რეჟიმი — შეშინებული!

"ვფიქრობ, ბოლო თვეების განმავლობაში ქართული თეატრი საბოლოოდ გარდაიქმნა თანამედროვე ქართულ თეატრად, რომელმაც დაიწყო თავისი უმთავრესი ფუნქციის შესრულება.
დღეს ქართული თეატრი საზოგადოების სოციალურ-კულტურული ცვლილებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში დგას.
ეს ყველაზე ღირებულია, რაც კი თეატრს შეუძლია გააკეთოს — და დავით დოიაშვილის წვლილი ამ პროცესში უზარმაზარია!
თეატრით შეშინებული რეჟიმის ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ განსაკუთრებული წვლილის დადასტურებაა.
დღეს დოიაშვილი გამარჯვებულია, რეჟიმი — შეშინებული!"
პოსტს სოციალურ ქსელში დიმიტრი ცქიტიშვილი ავრცელებს
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.