დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინის განცხადებამ რუსეთის სიღრმეში დარტყმების შედეგების შესახებ ადრესატამდე მიაღწია
კრემლს ეჭვი არ ეპარება, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგები მოჰყვება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღით დარტყმებს, ადრესატამდე მიაღწია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„განცხადება, რომელიც პუტინმა გუშინ გააკეთა, არის ძალიან მკაფიო, ცალსახა და ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა“, - დასძინა კრემლის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები განიხილავენ არა მხოლოდ კიევის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების შესაძლებლობას, არამედ წყვეტენ, ჩაერთონ თუ არა უშუალოდ უკრაინის კონფლიქტში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.