დიმიტრი მედვედევი - ყველა ოხერი - ჯონსონები, ბორელები და სხვა რუსოფობიური უწმინდურები, აქტიურად ითხოვს „რუსეთის სიღრმეში“ დარტყმებს - მათ მოსაგერიებლად საგულდაგულოდ უნდა მოვემზადოთ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლეთი ახლაც არანაირად არ ზღუდავს კიევს ნატო-ს პოტენციალის გამოყენებით, რუსეთის სიღრმეში დარტყმაში, რუსეთის ფედერაცია საგულდაგულოდ უნდა მოემზადოს მათ მოსაგერიებლად, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ბოლო დროს, ყველა საზიზღარი, ოხერი, როგორიცაა ჯონსონები, ბორელები და სხვა რუსოფობიური უწმინდურები, აქტიურად ითხოვს ნატო-ს პოტენციალის გამოყენებით „რუსეთის სიღრმეში“ დარტყმებს. აშკარაა, რომ ახლაც არ არსებობს შეზღუდვები დასავლეთის მხრიდან მსგავს თავდასხმებზე და ჩვენ საგულდაგულოდ უნდა მოვემზადოთ მათ მოსაგერიებლად“, - აცხადებს მედვედევი.
მისი თქმით, რუსეთს უნდა ახსოვდეს სხვადასხვა დასავლელი სიმახინჯის კრიმინალური მოწოდებები და მოემზადოს შურისძიებისთვის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.