ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის საგარეო უწყება - პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის საუბრისთანავე კიევზე მასობრივი დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი კვლავ სასტიკ ძალადობაზე დებს ფსონს

გერმანიის საგარეო უწყება - პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის საუბრისთანავე კიევზე მასობრივი დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი კვლავ სასტიკ ძალადობაზე დებს ფსონს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული ძალების მიერ უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინას თავდაცვისთვის მეტი დახმარება სჭირდება და არა ნაკლები.
„თავდასხმა საცხოვრებელ შენობებზე, ტერორი დრონებით და აფეთქებები მთელი ღამის განმავლობაში. პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის საუბრისთანავე კიევზე მასობრივი დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს: რუსეთი კვლავ სასტიკ ძალადობაზე დებს ფსონს. უკრაინას თავდაცვისთვის მეტი სჭირდება და არა ნაკლები”, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში 23 ადამიანი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.